კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2024 წლის 1 მარტი
1. ზოგადი დებულებები
წინამძებარე პოლიტიკა განსაზღვრავს რუსთავის საბავშვო ბაღების მართვის სისტემის (KMS RUSTAVI) მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებსა და პირობებს. ჩვენ ვიცავთ საქართველოს კანონს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და ევროპულ GDPR სტანდარტებს.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ?
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სააღმზრდელო პროცესის მართვისთვის:
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი.
- ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი.
- ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ალერგიები, ქრონიკული დაავადებები) - მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით.
- დასწრების მონაცემები (QR სკანირება).
3. გამოყენების მიზანი
თქვენი მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
- რეგისტრაციის პროცესის ავტომატიზაცია.
- სააღმზრდელო და კვების პროცესის დაგეგმვა.
- მშობლებთან ოპერატიული კომუნიკაცია.
- სტატისტიკური ანალიზი სერვისების გასაუმჯობესებლად.
4. მონაცემთა დაცვა
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე დაშიფვრის მეთოდებს (SSL/TLS) და მკაცრ წვდომის კონტროლს. მონაცემები ინახება დაცულ სერვერებზე და მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს.
5. მომხმარებლის უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა (კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა). ნებისმიერი კითხვისთვის მოგვწერეთ: info@rustavi.gov.ge